ფეხბურთი

17:59 | 21.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ხორვატ მეკარეს დაიმატებს

„ბარსელონამ“ „ფენერბაჰჩესთან“ დომინიკ ლივაკოვიჩის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ტრანსფერის ღირებულება 2 მილიონი ევრო იქნება, 2 მილიონიც ბონუსად დაემატება.

ლივაკოვიჩი „ბარსას“ სავარაუდოდ, 2027 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც ვოიცეხ შჩესნის კონტრაქტი დასრულდება და პოლონელი გუნდს დატოვებს. ხორვატს „ბარსა“ სწორედ მის შემცვლელად, მეორე მეკარის რანგში იმატებს. მიმდინარე სეზონში კატალონიელები ლივაკოვიჩს გაანათხოვრებენ.

31 წლის დომინიკ ლივაკოვიჩს კარიერის დიდი ნაწილი „ზაგრებსა“ და „დინამო ზაგრებში“ აქვს გატარებული, ხოლო 2023 წელს „ფენერბაჰჩეს“ შეუერთდა. გასულ სეზონში სტამბოლელებს ის ჯერ „ჟირონაში“ და მერე „დინამო ზაგრებში“ ჰყავდათ განათხოვრებული.

„ბარსელონას“ მეკარეები მიმდინარე სეზონში ჟოან გარსია და ვოიცეხ შჩესნი იქნებიან, ხოლო გაისად გარსია და ლივაკოვიჩი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091886