ფეხბურთი

17:29 | 21.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძე ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრებისა და „კოლოსის“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ტრავმირებულია.

მან დაზიანება „ზორიასთან“ მატჩში მიიღო, რის გამოც მომდევნო შეხვედრები გამოტოვა და უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაციაც გაიკეთა. მას მენისკის დაზიანება ჰქონდა. სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოდ ორი თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ნიკა გაგნიძე გორის „დილას“ აღზრდილია. გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში 25 თამაში ჩაატარა, ხოლო საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 5თამაში და 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089065