ფეხბურთი

13:45 | 22.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

მატია პერინი კარიერას "იუვენტუსიდან" სერია B-ში გააგრძელებს

„იუვენტუსის“ მეკარე მატია პერინი კარიერას დიდი ალბათობით, „პალერმოში“ გააგრძელებს. მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ, ხოლო ფეხბურთელთან შეთანხმება სიცილიელებს მიღწეული აქვთ.

პერინი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, რომელიც გააქტიურდება, თუ „როზანერო“ სერია A-ს საგზურს მოიპოვებს. პერინის ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე „იუვენტუსში“ გამოიმუშავებს.

მატია პერინი „იუვენტუსში“ 2018 წელს გადავიდა და ამ დრომდე მეორე მეკარის სტატუსი ჰქონდა, მან ტურინული გრანდის კარი 70-ჯერ დაიცვა. 2019-2021 წლებში „იუვეს“ ის „ჯენოაში“ ჰყავდა განათხოვრებული. „ჯენოა“ მისი მშობლიური გუნდია, რომლის კარი 2011-2018 და 2019-2021 წლებში 204-ჯერ დაიცვა. ასევე ითამაშა თითო სეზონი „პადოვასა“ და „პესკარაში“, იტალიის ნაკრებში კი ორჯერ უთამაშია.

„პალერმო“ სერია B-ს ბინადარია და ფინანსურად დიდი შესაძლებლობები აქვს. სწორედ ის მიიჩნევა გაისად სერია A-ში გადასვლის მთავარ ფავორიტად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166282