ფეხბურთი

19:42 | 21.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რასინგის" მწვრთნელი: "გულიაშვილი კარგადაა, მაგრამ არ გავრისკავთ"

„რასინგის“ ფეხბურთელის, გიორგი გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგაში გადაიდო. მან ამ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ „ხეტაფესთან“ ვერ ითამაშებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კანტაბრიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ განაცხადა, რომ გარისკვას არ აპირებენ:

„ის ძალიან კარგად გამოჯანმრთელდა, მაგრამ მასთან დაკავშირებით არანაირ რისკზე წასვლას არ ვაპირებთ. ის გუნდში ინტეგრირდება“, - აღნიშნა ესპანელმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგს“ იანვარში „სარაევოდან“ შეუერთდა და გუნდის ლიდერად იქცა. მან ლა ლიგა 2-ში 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. თუმცა, სეზონის ბოლოს, 16 მაისს, „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლა.

"ხეტაფე" - "რასინგის" მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.079337