ფეხბურთი

20:55 | 21.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია პარედესს: ფიფამ სხვებიც დასაჯა

ფიფამ არგენტინა-ესპანეთის მატჩის შემდეგ ჩხუბში მონაწილე ფეხბურთელები დასაჯა.

ყველაზე მძიმე სასჯელი არგენტინელ ლეანდრო პარედესს ერგო - 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმაც.

ფიფას განაჩენი ასეთია:

ლეანდრო პარედესი: 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 90 000 დოლარის ჯარიმა

ნაუელ მოლინა: 7-მატჩიანი დისკვალფიიკაცია და 90 000 დოლარის ჯარიმა.

ტიაგო ალმადა: 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 000 დოლარის ჯარიმა.

რობერტო აიალა: 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 000 დოლარის ჯარიმა.

გავი: 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 30 000 დოლარის ჯარიმა.

აღნიშნული დისკვალიფიკაციები სანაკრებო მატჩებზე გავრცელდება და არ ეხება საკლუბო შეხვედრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159219