საუდი პრო ლიგის პირველ ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ რიადი“ 4:0 გაანადგურა, კრიშტიანუ რონალდუმ კი გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი თამაშში 62-ე წუთზე ჩერთო, როცა ანგარიში 3:0 იყო, ხოლო 83-ე წუთის შემდეგ მეტოქის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, სეზონი შედეგიანად დაიწყო.
კრიშტიანუს 1000-გოლიან მიზნამდე 23 გოლი აშორებს, რადგან დღეს 977-ე გოლი გაიტანა.
„ალ-ნასრი“ მეორე ტურში 25 აგვისტოს, „ელ ეტიფაქს“ ესტუმრება.







