კერტის ჯონსი კარიერას „ლივერპულიდან“ „ინტერში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ჯონსის სანაცვლოდ „ინტერმა“ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონიც დაემატება. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
25 წლის კერტის ჯონსი „ლივერპულის“ აღზრდილია და სხვაგან აქამდე არც უთამაშია. „წითლებში“ მან 228 თამაშში 22 გოლი გაიტანა, ინგლისის ნაკრებში კი ექვს შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.





