ფეხბურთი

1:33 | 22.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში

პოლონეთის ექსტრაკლასას მეხუთე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ კრაკოვულ დერბიში „ვიეჩისტა“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი საგოლე პასი გააკეთა.

„კრაკოვია“ ორჯერ აგებდა (0:1, 1:2) და კაკაბაძეც თამაშში 61-ე წუთზე მაშინ ჩაერთო, როცა მეტოქე იგებდა. მასპინძლებმა 78-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კაკაბაძის პასით აიდინ ჰაშიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ქართველი მცველისთვის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეხუთე მატჩში ეს პირველი საგოლე პასია.

„კრაკოვია“ 8 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 აგვისტოს, „რადომიაკს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082977