საფრანგეთის ლიგა 1-ის 2026-2027 წლების სეზონი დაიწყო, რომელიც „ველოდრომზე“, „მარსელისა“ და „სტრასბურის“ მატჩით გაიხსნა.
პირველ ტაიმში მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო და გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ნახევარში „მარსელმა“ დიდი უპირატესობა მოიპოა. ანგარიში ამინ გიურმა გახსნა, რასაც მალევე მოედანზე სტუმართა 10 კაცით დარჩენა მოჰყვა და მასპინძლებმა გაილაღეს. გიურიმ დუბლი შეასრულა, ხოლო თამაშის მიწურულს კილიან აბდალამ და პიერ ჰოიბერგმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და „მარსელმა“ 4:0 მოიგო.
პირველი ტურის დარჩენილი მატჩები შაბათ-კვირას გაიმართება, ხოლო „მარსელი“ მეორე ტურში 30 აგვისტოს, „მონაკოს“ ესტუმრება, „სტრასბური“ „ლანსს“ უმასპინძლებს.





