საქართველოს ნაკრებისა და "კრაიოვას" ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი MLS-ში გადასვლას დათანხმდა და კარიერას „ჩიკაგო ფაირში“ გააგრძელებს. ინფორმაციას რუმინული გამოცემა DIGI Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მექვაბიშვილი კლუბს ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის შემდეგ დაემშვიდობება და ამერიკაში გაემგზავრება.
ხუთშაბათს "კრაიოვა" სტუმრად "არარატ არმენიას" დაუპირისპირდება (გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა).
გავრცელებული ცნობით, რუმინული კლუბი ანზორის ტრანსფერში 2 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო ქართველი ფეხბურთელის ანაზღაურება თვეში 40 000 დოლარი იქნება.
ანზორ მექვაბიშვილი „კრაიოვას“ 2024 წელს „დინამოდან“ შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რომლის რიგებში რუმინეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.





