ფეხბურთი

21:50 | 22.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსმა“ „ოსერი“ გაანადგურა

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსსა“ და „ოსერს“ შორის მატჩი „ლანსის“ გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

პირველი გოლი „ლანსის“ ნახევარმცველმა ფლორიან ტოვენმა გაიტანა, რომელმაც მე-12 წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა. 35-ე წუთზე წუთზე „ოსერის“ მცველმა კრისტ მაკოსომ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. 49-ე წუთზე ნახევარმცველმა ფრანიო ივანოვიჩმა „ლანსის“ უპირატესობა გააორმაგა. 54-ე წუთზე საუდ აბდულჰამიდმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

61-ე წუთზე „ოსერის“ ნახევარმცველმა დენი ნამასომ ანგარიში შეამცირა. ხუთი წუთის შემდეგ, მცველმა ისმაელო განიუმ „ლანსის“ მეოთხე გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე, „ოსერის“ ფეხბურთელმა ლამინ სიმ თავისი გუნდის მეორე ბურთი შეაგდო. 88-ე წუთზე, ფლორიან ტოვენმა ისევ პენალტი გარდასახა, დუბლი მიითვალა და ანგარიში 5:2 გახდა.

გასული სეზონის საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლოს, „ლანსმა“ 34 მატჩიდან 70 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა. „ოსერმა“ 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე გავიდა.

მომდევნო ტურში „ლანსი“ 29 აგვისტოს სტუმრად „სტრასბურს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ოსერი“ იმავე დღეს შინ „ანჟეს“ შეხვდება.

თეგებილანსიოსერი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156355