იტალიური სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზემ“ შარშანდელი სეზონის აღმჩენას, „კომოს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ეთამაშა.
ანგარიში 29-ე წუთზე „უდინეზეს“ კოტდივუარელმა მცველმა, ჰასან კამარამ გახსნა. 54-ზე კი სტამართა ბერძენმა შემტევმა, ანასტასიოს დუვიკასმა გათანაბრა - 1:1.
მოგეხსენებათ, „უდინეზეში“ ორი ქართველი თამაშობს. თუმცა დღეს არცერთი იყო მინდორზე. გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს. საბა გოგლიჩიძე კი სათადარიგო გახლდათ.
„უდინეზემ“ შარშანდელ სეზონში სერია A-ში 50 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა, „კომოს“ კი სენსაციური წელი ჰქონდა, სესკ ფაბრეგასის გაწვრთნილი კრებული 71 ქულით მეოთხე საფეხურზე აღმოჩნდა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.





