ფეხბურთი

0:48 | 23.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მხოლოდ რთული დღე არ არის - ეს სერიოზული პრობლემაა

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა და ტელევიზიის ამჟამინდელმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა კომენტარი გააკეთა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში„ჰალ სიტისთან“ 0:2 მარცხზე. თამაში დღეს, 22 აგვისტოს გაიმართა.

„ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მხოლოდ რთული დღე არ არის - ეს სერიოზული პრობლემაა. „ჰალ სიტი“ პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შიშის გარეშე თამაშობს. „იუნაიტედი“ სრულიად გაოგნებული ჩანდა. პირველი გოლი გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორემ აჩვენა, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა. „ჰალმა“ ორთაბრძოლებშიც აჯობა, თავდაჯერებულად შეუტია და ძალიან ადვილად პოულობდა სივრცეს.

შეგიძლიათ ტილემანსი, სანტოსი, ბალება და ყველა სხვა ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატოთ, მაგრამ როდესაც სტუმრად 0:2 აგებთ გუნდთან, რომელიც ახლახან დაწინაურდა პრემიერ ლიგაში, ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. და მოდით, „ჰალს“ მივულოცოთ დამსახურებული გამარჯვება - ეს არ იყო მხოლოდ „იუნაიტედის“ სუსტი თამაში. „ჰალი“ ბრწყინვალე გახლდათ. ისინი აგრესიულები, მამაცები და მონდომებულები იყვნენ და მათმა გულშემატკივრებმა ეს თამაში „იუნაიტედისთვის“ წარმოუდგენლად გაართულეს.

მოთამაშეებმა ახლავე უნდა გამოიჩინონ ხასიათი. ეს არის მომენტი, რომ დაამტკიცონ, მათ შეუძლიათ ზეწოლის გაძლება“, - თქვა კარაგერმა Sky Sports-თან საუბრისას.

გასულ სეზონში „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფში 73 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგაში პლეი-ოფში გამარჯვების წყალობით გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“, 71 ქულით, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მესამე ადგილზე დაიკავა.

შემდეგ ტურში „ვეფხვები“ 29 აგვისტოს სტუმრად „ქოვენთრი სიტის“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „წითელი ეშმაკები“ 30 აგვისტოს „იფსვიჩ თაუნს“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169568