გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა არ იცის, როდის გამოჯანმრთელდება.
ქართველი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო, მხოლოდ ერთხელ ითამაშა, დანარჩენი მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა და როგორც ჩანს, ლაზარეთში ყოფნა გაურკვეველი დროით კიდევ მოუწევს.
„დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ხვალვე, მაგრამ ეს ვერ მოხდება. უბრალოდ დრო ნჭირდება“, - განუცხადა კიტეიშვილმა Sky-ს, როდესაც მის დაბრუნებაზე ჰკითხეს. „დღითი დღე უნდა ვიმოქმედოთ“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილი იმ ერთადერთ მატჩში, რომელშიც ითამაშა, საგოლე პასით გამოირჩა.







