გერმანიის თასის 1/32-ფინალში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ რეგიონალ ლიგის წევრ „იედელოჰთან“ 2:5 განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა.
ქართველმა თავდამსხმელმა 46-ე წუთიდან ითამაშა, როცა მისი გუნდი 1:3 მარცხდებოდა და 58-ე წუთზე პენალტიც შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა. ფრანკ შმიდტის გუნდი ამან მთლიანად გატეხა და საბოლოოდ, გამანადგურებელი მარცხი იწვნია.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.





