ფეხბურთი

2:22 | 24.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ყოველდღე უნდა აჩვენო, რომ მზად ხარ, თუ არადა, დასვენება ადვილია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „რენთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა.

კერძოდ, შესვენებაზე უსმან დემბელეს შეცვლაზე. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად ესპანელმა ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალა. პსჟ-ს თავკაცის მატჩის შემდგომი კომენტარი კი არაფერი იყო, თუ არა, მისი გუნდის ლიდერების გამოფხიზლების მცდელობა:

„პარი სენ-ჟერმენს“ არაფერი მოუგია. თუ იფიქრებ იმაზე, რაც მოიგე, ვერაფერს მოიგებ. ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არავის არანაირი დამსახურება არ არსებობს! ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ მატჩზე უნდა აჩვენო, რომ მზად ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილია დასვენება... ყოველთვის მოგებას ვცდილობთ და იმისათვის, რომ ყოველთვის მოიგო, შენი კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „რენთან“ მატჩში პსჟ მარცხს მეორე ტაიმში ფერან ტორესის დუბლით გადაურჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157402