ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ფაბინიო კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი თურქეთში დღეს ჩაფრინდა და კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ფაბინიო "ტრაბზონსპორს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
32 წლის ფაბინიო ბოლოს „ალ-იტიჰადში“ თამაშობდა, მანამდე კი „ლივერპულის“, „მონაკოს“, „რეალის“, „რიუ ავესა“ და „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავდა.





