„ნიუკასლ იუნაიტედი“ დაინტერესებულია „ლილის“ 21 წლის ბელგიელი თავდამსხმელით, მატიას ფერნანდეს-პარდოთი - წერს L'Équipe.
ფრანგულ კლუბს არ სურს მოთამაშის გაყიდვა, მაგრამ მოთხოვნა ძალიან მაღალია. კიდევ ერთი პრეტენდენტი მადრიდის „ატლეტიკოა.“ თავად თავდამსხმელს კლუბის დატოვება ამ ზაფხულს სურს.
მატიას ფერნანდეს-პარდო ადრე თამაშობდა „ანდერლეხტში,“ „მეხელენსა““ და „გენკში.“ ის „ლილში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გასულ სეზონში 41 მატჩში ფერნანდეს-პარდომ რვა ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.





