ფეხბურთი

22:42 | 25.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემი" დელაპში 50 მილიონზე მეტს გადაიხდის

ლონდონის „ჩელსის“ ფორვარდი ლიამ დელაპი კარიერას „ნოტინგემში“ გააგრძელებს.

კლუბებს შორის შეთანხმდება შედგა, ტრანსფერის ღირებულება 50 მილიონ ევროს აჭარბებს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ფორვარდმა ბოლო სეზონში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, რაც თავდამსხმელისთვის კატასტროფული შედეგია. თუმცა, პრემიერლიგის კლუბებისგან ძალიან დიდი თანხების გადახდა, უკვე სიახლეც აღარაა.

დელაპი „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია, შემდეგ „სტოკ სიტიში“, „პრესტონსა“ და „ჰალში“ ითამაშა, გამორჩეული სეზონი კი „იფსვიჩში“ ჰქონდა, როცა 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08426