ფეხბურთი

19:03 | 26.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"პალერმომ" მეკარე "იუვენტუსიდან" დაიმატა

„იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი მეკარე მატია პერინი კარიერას „პალერმოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პერინმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, რომელიც გააქტიურდება, თუ „როზანერო“ სერია A-ს საგზურს მოიპოვებს. პერინის ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე „იუვენტუსში“ გამოიმუშავებდა.

მატია პერინი „იუვენტუსში“ 2018 წელს გადავიდა და მეორე მეკარის სტატუსი ჰქონდა, მან ტურინული გრანდის კარი 71-ჯერ დაიცვა. 2019-2021 წლებში „იუვეს“ ის „ჯენოაში“ ჰყავდა განათხოვრებული. „ჯენოა“ მისი მშობლიური გუნდია, რომლის კარი 2011-2018 და 2019-2021 წლებში 204-ჯერ დაიცვა. ასევე ითამაშა თითო სეზონი „პადოვასა“ და „პესკარაში“, იტალიის ნაკრებში კი ორჯერ უთამაშია.

„პალერმო“ სერია B-ს ბინადარია და ფინანსურად დიდი შესაძლებლობები აქვს. სწორედ ის მიიჩნევა გაისად სერია A-ში გადასვლის მთავარ ფავორიტად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155749