ფეხბურთი

12:24 | 27.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლეაუ "გალათასარაიში" გადასვლასთან ახლოსაა

ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ნიკოლო სკირამ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ პორტუგალიელი მარცხენა ფლანგელი რაფაელ ლეაუ „გალათასარაიში“ 45 მილიონ ევროდ გადასვლასთან ახლოსაა. მხარეებმა თითქმის ყველაფერზე მოილაპარაკეს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდეა შეთანხმებული. ფეხბურთელის ხელფასი ბონუსების გარეშე 12 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, მილანური კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბონუსების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.

ლეაუ „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან 293 მატჩი ჩაატარა, 80 ბურთი გაიტანა და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ ლეაუს შეძენით „ასტონ ვილაცაა“ დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155594