სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ განაცხადა, რომ გიორგი გულიაშვილი თავს კარგად გრძნობს და რეალური შანსი აქვს ითამაშოს.
ასე რომ, დიდი ალბათობით, ქართველ ფორვარდს ლა ლიგაში დებიუტი 28 აგვისტოს, „ელჩესთან“ მატჩში ექნება.
„ის ამ კვირაში თავს კარგად გრძნობდა და კარგად არის. მას აქვს რეალური შანსი, რომ ხვალ ითამაშოს“, - თქვა ხოსე ალბერტომ მატჩის წინ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა „რასინგში“ გასული სეზონის მეორე ნახევარში 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. თუმცა, ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. „რასინგს“ ლა ლიგის ორ ტურში ერთი ქულა აქვს მოპოვებული.





