ფეხბურთი

10:26 | 29.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს 978-ე

საუდი პრო ლიგის მეოთხე ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-ტაავონი“ 2:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, 50-ე წუთზე კი რონალდო სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. მერე არაფერი შეცვლილა. კრიშტიანუმ მიმდინარე სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა.

აი, კარიერაში კი 978-ე გოლი გაიტანა და განცხადებულ მიზნამდე, 1000 გოლამდე მხოლოდ 22 გოლი აშორებს.

„ალ-ნასრი“ 12 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 სექტემბერს, „ალ-იტიჰადს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.151855