ფეხბურთი

1:00 | 31.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ზედიზედ მეორე მოგება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ინტერი“ „კალიარის“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

„ნერაძურიმ“ სწრაფად გაიტანა, მეცხრე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ შესანიშნავი გოლი შეაგდო და თავისი გუნდი დააწინაურა.

შემდეგ მილანელებს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მეტი ვეღარ გაიტანეს. სამაგიეროდ, არც გაუშვეს და სარდინიიდან შინ მაინც 3 ქულით დაბრუნდნენ.

„ინტერს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს, ისევე, როგორც „მილანს“, „იუვენტუსს“ და „ლაციოს“. მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165656