„რომამ“ სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო - ზედიზედ ორი გამარჯვება 4:0. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა წინა ტურში „ფიორენტინა“ გაანადგურა, ხოლო ამჯერად სტუმრად „ლეჩე“.
მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა დონიელ მალენმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთიც მატიას სულემ გაიტანა. მალენი საოცარ ფორმაშია - ორ ტურში 5 გოლი. საერთოდ, მას შემდეგ, რაც იანვარში „რომას“ შეუერთდა, სერია A-ში 20 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.
„ჯალოროსიმ“ მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა - როდრიგო მორამ, რომელმაც იტალიაში სადებიუტო გოლი მიითვალა.
„რომა“ 6 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.





