საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტურში აუტსაიდერები - „მეშახტე“ და „სპაერი“ ერთმანეთს შეხვდნენ. მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა, საბოლოოდ კი გუნდებმა ქულები გაიყვეს.
კახა ჩხეტიანის „მეშახტემ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და 22-ე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, რასაც გიორგი ბურდულის გოლი მოჰყვა.
თუმცა, ტყიბულელებმა საჭირო და კარგი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. შესვენებამდე საბა გეგიაძემ შეამცირა სხვაობა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გიგა სამხარაძემ წონასწორობა აღადგინა. ეს 54-ე წუთზე მოხდა, გუნდებს დიდი დრო ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე 2:2.
„მეშახტე“ 15 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „სპაერს“ 24 ქულით მეცხრე პოზიცია უკავია, წინ კი „რუსთავთან“ თამაში აქვს.





