ფეხბურთი

23:48 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავალკა: "ადვილი თამაში ნამდვილად არ იყო"

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრის ანგარიში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ნამდვილად არ შეესაბამებოდა.

ადამ ნავალკა: "ანგარიშიდან გამომდინარე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჩვენ ადვილად მოსაგები მატჩი ჩავატარეთ, თუმცა რეალობა სხვანაირია. პირველ ტაიმში ორივე გუნდს შანსი ჰქონდა გატანის. საქართველოც ბევრს უტევდა, მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. ჩვენი მდგომარეობაც ანალოგიური გახლდათ. მეორე ტაიმი აქტიურად დავიწყეთ და ხედავთ, საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა."

საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა D ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ ირლანდიას სამი ქულით უსწრებს. თუმცა, ირლანდიელთაგან განსხვავებით, დასავლეთსლავებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097922