ინგლისური "საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ იგი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში გუს ჰიდინკის შეცვლას არ აპირებს.
"ნარინჯისფერები" ევროშესარჩევის სტარტს ცუდად შეხვდნენ, ჰოლანდიელებმა სამიდან ორი შეხვედრა წააგეს და ნიდერლანდურმა მედიამ ჰიდინკის შემცველად რონალდ კუმანი მოიაზრა.
"საუთჰემპტონის" მწვრთნელი ვარ და გუს ჰიდინკის წასვლის შემთხვევაშიც არ ვუხელმძღვანელებ ჰოლანდიის ნაკრებს. "ნარინჯისფერების" ასპარეზობით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჰიდინკმა ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყო და ფინალურ ეტაპზე გასასვლელად დიდი ძალისხმევა დაჭირდება." - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ევროშესარჩევის მომდევნო ტურის მატჩი შინ ლატვიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს ელის.







