“ნიუკასლი” ოთხ აფრიკელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმებას უტარებს ებოლას ვირუსთან დაკავშირებით. ეს მოთამაშეები აფრიკაში იმყოფებოდნენ და 2015 წლის აფრიკის თასის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობდნენ. “ნიუკასლში” დაბრუნების შემდეგ კლუბმა დაიწყო ოთხი ფეხბურთელის სამედიცინო გამოკვლევა: ჩეიკ ტიოტე (კოტ დივუარი), მეჰდი აბეიდი (ალჟირი), პაპის სისე (სენეგალი), სამი ამეობი (ნიგერია).
შემოწმების მიზანია, კლუბმა დაადგინოს ხომ არ არიან აფრიკიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ვირუს ებოლას მატარებელები, რომელიც ძირითადად გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე.





