“მილუოკი ბაქსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია იცავს, რამდენიმე მოთამაშეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, რამდენიმესთან კი თანამშრომლობა შეწყვიტა.
მაგალითად, ხელშეკრულება 2015-16 წლების სეზონის ბოლომდე გაგრძელდა ჯონ ჰენსონთან. 23 წლის ფორვარდს გასულ ჩემპიონატში გუნდისთვის საკმაო სარგებელი მოჰქონდა. მისი საშუალო მონაგარი 11.1 ქულა, 7.1 მოხსნა და 1.7 დაფარება გახლდათ.
ასეთივე შეთავაზება მიიღო და მასზე თანხობა განაცხადა ბერძენმა მცველმა იანის ანტეტოკოუნმპომ, რომელიც გასულ სეზონში საშუალოდ 6.8 ქულას, 4.4 მოხსნას და 1.9 პასს აგროვებდა.
ამასთან, მილუოკელთა გენერალური მენეჯერის ჯონ ჰემონდის განცხადებით, კონტრაქტები შეუწყდათ კრის რაიტს და ელაიჯია მილსეპს.
26 წლის რაიტმა წინა სეზონში “ბაქისის” მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მაჩვენებლები 6.0 ქულა და 2.5 მოხსნა იყო.
რაც შეეხება 27 წლის მილსეპს, მან მიმდინარე წინასასეზონო პერიოდში ერთადერთი შეხვედრაში ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო.
აქვე დავძენთ, რომ “ბაქსი” მომდევნო საგამოფენო მატჩს ხვალ დილით მინესოტაში ჩაატარებს, სადაც მეტოქედ ადგილობრივი “ტიმბერვულვზი” ეყოლება.









