ინგლისური “ლივერპული” გერმანული “ჰოფენჰაიმის” ორ ფეხბურთელს, შემტევ ნახევარმცველ რობერტ ფირმინოსა და თავდამსხმელ კევინ ვოლანდს აკვირდება – იუწყება Daily Star–ი.
“ჰოფენჰაიმმა” გასული სეზონი ძალიან შედეგიანად ჩაატარა და წელსაც ასევე დაიწყო. აღნიშნული მოთამაშეები კი, შეტევის ლიდერები არიან. ფირმინომ მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ვოლანდმა ამდენივე შეხვედრაში 2-ჯერ გაატანინა გუნდელებს.
ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი 22 მილიონი ფუნტია, ხოლო გერმანელის – 17. ორივე ფეხბურთელს “ჰოფენჰაიმთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.





