მაკედონიურ “სკოპიეს”, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ზმაგო საგადინის ნაცვლად, გუნდს ვრბიცა სტეფანოვი დაარიგებს.
სლოვენიელი სპეციალისტი სეზონის სტარტზე წარუმატებელი თამაშის გამო დაითხოვეს. სკოპიელებმა ადრიატიკის ლიგაში 3-დან 2 მატჩი წააგეს, ეროვნულ ჩემპიონატში კი არაფრით გამორჩეულ “ფენი ინდისტრიასთან” დამარცხდნენ.
40 წლის სტეფანოვმა მოთამაშის კარიერა 2009 წელს დაასრულა, მწვრთნელის რანგში კი, “სკოპიე” მისი პირველ გუნდი იქნება. ცნობისთვის, ვრბიცამ კარიერა 1992 წელს სწორედ დედაქალაქურ გუნდში დაიწყო.
სტეფანოვის ხელმძღვანელობით, სკოპიელებს მომდევნო მატჩი დღეს ადრიატიკის ლიგაში ელით, მეტოქე კი უნგრული “შოლნოკი” იქნება.







