ფეხბურთი

13:00 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ის ლონდონურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

“ხვალ ლონდონის “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს მოვაწერ ხელს. ხელშეკრულება 6-წლიანი იქნება. მე მინდა “ჩელსიში” დარჩენა, ვფიქრობ ეს დავიმსახურე. ჩემი ცოლი მეუბნება, შენ იმდენი იმუშავე, შეგიძლია როცა მოგინდება მაშინ გაჩერდეო” – ჟოზე მოურინიოს სიტყვებს The Telegraph-ი ციტირებს.

მოურინიო ლონდონურ გუნდს 2013 წლის 3 იანვრიდან წვრთნის. ჟოზე “ჩელსიში” 2004-07 წლებშიც მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101922