ფეხბურთი

19:03 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" ნევესს და ფაბიანოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ბრაზილიელმა მეკარემ ფაბიანომ და პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რუბენ ნევესმა "პორტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს. აღნიშნული ინფორმაცია "დრაკონების" ოფიციალურმა" ვებ-გვერდმა გაავრცელა.

26 წლის სამხრეთ ამერიკელმა გოლკიპერმა პორტუგალიელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, ხოლო 17 წლის ნახევარმცველმა - 2016/17 წლების სეზონის ბოლომდე.

ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევრო იქნება, ხოლო მსურველ კლუბს ახალგაზრდა პორტუგალიელის სანაცვლოდ "პორტუსთვის" 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171562