ფეხბურთი

2:12 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორია: “ასეთ შედეგს არ ველოდი”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული “ოფის” მეკარემ, გიორგი ლორიამ განაცხადა, რომ პოლონეთის ნაკრებთან დაფიქსირებულ ასეთ შედეგს არ ელოდა.

“ვერაფერს ვიტყვი, დამსახურებულად მოგვიგო ჩვენზე მაღალი კლასის გუნდმა. თუმცა, 4 გაშვებულ ბურთს ნამდვილად არ ველოდი. საერთოდ არ მეგონა, თუ ამ თამაშს წავაგებდით, განსაკუთრებით პირველი ნახევრის შემდეგ. მომენტები ჩვენც გვქონდა და მეგონა რომ მოვიგებდით”, - განაცხადა “ჯვაროსანთა” კარის დარაჯმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთთან 0:4-ზე განადგურდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179693