სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:16 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა

დრამატული შეხვედრა გაიმართა “ლოფტუს როად სთედიუმზე”, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “ლივერპული” მიიღო და დასანანი მარცხი იწვნია. პირველ ტაიმში ქპრ უპირატესობას ფლობდა და ორი 100%-იანი შანსი ჰქონდა გატანისა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ლეროი ფერმა ხარიხას გაარტყა. სტუმართაგან ყველაზე რეალური შანსი სტივენ ჯერარდს ჰქონდა, რომლის დარტყმული მცირედით აცდა მიზანს.
მეორე ნახევარიც კარგად დაიწყეს მასპინძლებმა, მაგრამ გოლი აქეთ მიიღეს რიჩარდ დანმა მორიგი ავტოგოლი მიითვალა 67-ე წუთზე. შესანიშნავი მომენტი ჰქონდა მარიო ბალოტელის, მაგრამ იტალიელმა ცარიელ კარს ააცილა. მთავარი კი, მატჩის ბოლო წუთები გამოდგა. 87-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ედუარდო ვარგასმა გაათანაბრა. ლონდონელებმა თამაშის მოგება მოისურვეს და წინ წავიდნენ, რისთვისაც ფელიპე კოუტინიომ ისინი დასაჯა – 1:2. მასპინძლებმა იძალეს და კიდევ ერთხელ მოუწყეს შტურმი მეტოქეს, ფერის კუთხურს ვარგასის თავური და გოლი მოჰყვა – 2:2. ალბათ ვეღარავინ წარმოიდგენდა, რომ კიდევ ერთი გოლი გავიდოდა, მაგრამ სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაიჭირეს მეტოქე კონტრშეტევაზე და კოლკერის ავტოგოლის წყალობით 95-ე წუთზე მოახერხეს გამარჯვება – 2:3.

დღის მეორე მატჩში, “სტოკ სიტიმ” “სუონსის” შემოუბრუნა შეხვედრა და 2:1 დაამარცხა. სტუმრები ბონის პენალტით იგებდნენ, თუმცა ადამმა ჯერ ასევე პენალტით მოახერხა გათანაბრება ტაიმის ბოლოს, ხოლო 76-ე წუთზე უოლტერსმა მოაგებინა ჰიუზის გუნდს.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ გაიმართება, “ვესტ ბრომვიჩი” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

ქპრ – ლივერპული 2:3 (0:0)


ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”

ქპრ (4-4-2): მაკკარტი, კოლკერი, დანი, იუნი, ონიოჰა (ფილიპსი 46), სანდრო (ა.ტრაორე 60), ფერი, ჰენრი, ისლა, აუსტინი, ზამორა (ვარგასი 79).
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

ლივერპული (4-2-3-1):
მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, ენრიკე, ჯონსონი, ჩანი (ალენი 66), ჰენდერსონი, ლალანა (კოუტინიო 66), ჯერარდი, სტერლინგი (ტურე 96), ბალოტელი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები:
0:1 დანი (67 ს.კ.), 1:1 ვარგასი (87), 1:2 კოუტინიო (90), 2:2 ვარგასი (92), 2:3 კოლკერი (95 ს.კ.).
გაფრთხილებები: დანი, ჰენრი – ჯონსონი, შკრტელი, კოუტინიო
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა:
44%-56%, დარტყმა: 15(6)-16(6), ჯარიმა: 10-15, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-4

სტოკი – სუონსი 2:1 (1:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი, ბერდსლი, ადამი, ნ’ზონზი, მოზესი (ასაიდი 73), აირლანდი (კამერონი 62), დიუფი (უოლტერსი 62), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ტეილორი, რანხელი, კეროლი (გომისი 65), კი, სიგურდსონი (ემნსი 85), დაიერი (მონტერო 65), რუტლიჯი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 0:1 ბონი (34 პენ.), 1:1 ადამი (43 პენ.), 2:1 უოლტერსი (76).
გაფრთხილებები: შოუკროსი, დიუფი, ბერდსლი, ნ’ზონზი – ბონი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 17(3)-13(5), ჯარიმა: 17-7, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 4-1

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 9. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”) – 6.


1.

ჩელსი

8

7

1

0

23:8

22

2.

მანჩესტერ სიტი

8

5

2

1

18:8

17

3.

საუთჰემპტონი

8

5

1

2

19:5

16

4.

ვესტ ჰემი

8

4

1

3

15:11

13

5.

ლივერპული

8

4

1

3

13:12

13

6.

მანჩესტერ იუნაიტედი

7

3

2

2

13:10

11

7.

არსენალი

8

2

5

1

13:11

11

8.

სუონსი

8

3

2

3

11:10

11

9.

ტოტენჰემი

8

3

2

3

10:11

11

10.

სტოკი

8

3

2

3

8:9

11

11.

ჰალი

8

2

4

2

13:13

10

12.

ასტონ ვილა

8

3

1

4

4:12

10

13.

ევერტონი

8

2

3

3

16:16

9

14.

ლესტერი

8

2

3

3

11:13

9

15.

ვესტ ბრომვიჩი

7

2

2

3

8:9

8

16.

კრისტალ პალასი

8

2

2

4

11:14

8

17.

სანდერლენდი

8

1

5

2

8:15

8

18.

ნიუკასლი

8

1

4

3

8:14

7

19.

ბარნლი

8

0

4

4

4:13

4

20.

ქპრ

8

1

1

6

6:18

4

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092615