ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის "მარიბორის" წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სლოვენიის კლუბის წარმატების საიდუმლო უკვე შეისწავლა.
"მარიბორს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 თამაში არ წაუგია. წარმოიდგინეთ "სელტიკთან" არ წააგო, "სპორტინგთან" არ წააგო და არც "შალკესთან". როდესაც მეტოქე შევისწავლე, გავიგე თუ რატომ არ აგებს "მარიბორი", - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე აგრეთვე აღნიშნა, რომ "ჩელსი" საკმაოდ ძლიერ ჯგუფშია მოხვედრილი.
"ახლა მხედველობაში "მანჩესტერ იუნაიტედი" არ გვაქვს, ჩვენ "მარიბორის" უნდა დავუპირისპირდეთ. ფეხბურთელები არ დამისვენებია, ჩვენ მომავალ მატჩის მოგებაზე ვფიქრობთ. ჩვენი ჯგუფში მატჩის მოგება იოლი ნამდვილად არაა. "სპორტინგი" კარგი გუნდია და სულ უფრო უკეთ თამაშობს, "შალკე" ძლიერი გუნდია, გერმანელებს ახლა დი მატეო წვრთნის და მოტივაციაც მაღალი აქვთ და საშიში გუნდია", - ასკვნის მოურინიო.










