ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის თბილისის "ოქროს გრან-პრის" დასკვნით დღეს, 3 ქართულ-თურქული ფინალი გაიმართება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კანდიდატები - გოჩა ლომთათიძე (74 კგ) და არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ) - გადამწყვეტ შეხვედრაში, დრილჩინ ბატუხანსა და დოლუკბარ იბრაჰიმს დაეჭიდებიან, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან ნადარეიშვილი (84კგ) ილუბირიმ ახმეტს.
დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები კლასიკოსთა უმსუბუქეს, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ქართველმა ირაკლი ჭოჭუამ, დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და გაჩემპიონებას უზბეკი ბილშოდ არიდოვის ძლევაღა აშორებს.
ფინალური ორთაბრძოლები 17:00 საათიდან დაიწყება.







