ფეხბურთი

17:41 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელოუნის გოლს გულშემატკივარი ემსხვერპლა

გლაზგოში, "სელტიკ პარკზე", შოტლანდიის და ირლანდიის ევროშესარჩევ მატჩს 55 000 გულშემატკივარი ესწრებოდა. შეხვედრის 75-ე წუთზე, კუთხურის ალამიდან ანიას, ბრაუნის და მელოუნის სამსვლიანი ლამაზი კომბინაცია "უიგანის" ფეხბურთელმა შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით ირლანდიელთა კარში გატანილი გოლით დააგვირგვინა და მხარდამჭერთა გულები გაახარა.

სამწუხაროდ, გულშემატკივართა შორის აღმოჩნდა 22 წლის მამაკაცი, რომელსაც სუსტი გული აღმოაჩნდა და ისე გაუხარდა შონ მელოუნის გოლი, რომ საბოლოოდ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

თუ როგორი თავგადაკლული ფანები არიან შოტლანდიელები, ეს ყველამ იცის. მელოუნმა შოტლანდიას ირლანდიასთან გატანილი გოლით უსაზღვრო სიხარული მიანიჭა, თუმცა ერთ ოჯახი მაინც დამწუხრებული დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155422