ფეხბურთი

12:48 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლორია მუხლმა შეაწუხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას მუხლი აწუხებს და ჯერ გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა საბერძნეთის სუპერლიგის მომდევნო ტურში “ასტერასთან”.

ბერძნული პრესის ინფორმაციით, ათენში “პანათინაიკოსთან” გამარჯვების შემდეგ, ოფი-ს კარის ქართველმა დარაჯმა მუხლზე მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა ჩაატარა და მუხლზე გარკვეული პრობლემები აღმოჩნდა.

უახლოეს დღეებში გაირკვევა მოახერხებს თუ არა ლორია “ასტერასთან” თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093666