ფეხბურთი

16:31 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მდგომარეობა ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში სექტემბრის თვესთან შედარებით კიდევ უფრო გაურესდა და თემურ ქეცბაიას შეგირდები 117-ე ადგილზე იმყოფებიან. სექტემბერში ქართველებს რეიტინგში 110-ე ადგილი ეკავათ.

რეიტინგის ლიდერთა პოზიციები არ შეცვლილა. პირველ ადგილზე კვლავ გერმანიაა, მეორეზე არგენტინა, ხოლო მესამეზე – კოლუმბია.

ამ დროისთვის ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის მიხედვით საუკეთესო 20 ნაკრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1 (1). გერმანია – 1669

2 (2). არგენტინა – 1565

3 (3). კოლუმბია – 1420

4 (5). ბელგია – 1388

5 (4). ჰოლანდია – 1375

6 (6). ბრაზილია – 1307

7 (9). საფრანგეთი – 1191

8 (7). ურუგვაი – 1184

9 (11). პორტუგალია – 1175

10 (8). ესპანეთი – 1119

11 (13). იტალია – 1064

12 (10). შვეიცარია – 1063

13 (12). ჩილე – 1060

14 (19). ხორვატია – 1002

15 (20). ალჟირი – 989

16 (15). კოსტა-რიკა – 974

17 (16). მექსიკა – 954

18 (14). საბერძნეთი – 946

19 (24). უკრაინა – 920

20 (18). ინგლისი – 919

... 37 (29). შოტლანდია – 674

... 44(70). პოლონეთი – 621

... 61 (62). ირლანდია – 519

...117 (110). საქართველო – 271

გერმანია, შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია ევრო-2016-ის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. გიბრალტარი რეიტინგში იმიტომ არაა, რომ ფიფაში არ მიიღეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163694