ფეხბურთი

23:21 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი იანგა-მბივას მოისაკლისებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" მცველმა მაპუ იანგა-მბივამ ალბანეთთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და "სამფეროვნებს" 19 ნოემბერს შვედეთთან გასამართ ამხანაგურ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.

25 წლის ფეხბურთელი რომში გააგზავნეს, რათა სარეაბილიტაციო პერიოდი გაიაროს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი მოუწევს ფრანგ მცველს უქმად ყოფნა.

მაპუ იანგა-მბივა "ნიუკასლიდან" "რომაში" იჯარის წესით თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157476