ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მაარვიკი შესაძლოა რუმინეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნოს. აღნიშნულ ინფორმაციას De Telegraaf ავრცელებს.
"ნამდვილად მივიღე შემოთავაზება, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. ამჟამად დასვენება და ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება." - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მწვრთნელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ პიცურკამ ეროვნული ნაკრები დატოვა. რუმინელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრების 2011 წლის ივნისიდან 2014 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წვრთნიდა.
რაც შეეხება ვან მაარვიკს, ჰოლანდიელის ბოლო ნავსაყუდელი "ჰამბურგი" გახლდათ. 62 წლის სპეციალისტი გერმანულ კლუბს 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 14 თებერვლამდე წვრთნიდა.:







