ამერიკის ჰოკეის ეროვნული ლიგის "ნიუ ჯერსი დევილსის" და საკალათბურთო ასოციაციის კლუბ "ფილადელფიას" მფლობელ ამერიკელ ბიზნესმენ ჯოშ ჰარისს ინგლისური პრემიერლიგის კლუბის "კრისტალ პალასის" შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
იმ შემთხვევაში თუ "კრისტალ პალასს" ხელში ჯოშ ჰარისი ჩაიგდებს, კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლივერპულს" და "სანდერლენდს" შეუერთდება, რომელთაც ამერიკელი ბიზნესმენები მართავენ.
"კრისტალ პალასმა" პრემიერლიგის გასული სეზონი მე-11 ადგილზე დაასრულა და საერთო ჯამში 74 მილიონი გირვანქა გამოიმუშავა.





