ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო წუთზე გამოგლიჯა ქულა ლონდონის “ჩელსის”.
პირველ ნახევარში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა მეკარეები ყოჩაღობდნენ. დე ხეამ დროგბას არ გაატანინა, ხოლო კურტუამ ვან პერსის.
თავდამსხმელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმში მაინც მოახერხეს, 53-ე წუთზე ფაბრეგასის ჩაწოდება დროგბამ შეირგო და ანგარიში გახსნა. “ჩელსის” მეორე გატანაც შეეძლო, მაგრამ დე ხეა საიმედოდ თამაშობდა. თავის მხრივ, ძალიან კარგად თამაშობდა კურტუა, რომელმაც არაერთხელ იხსნა “ჩელსი” გაშვებული გოლისგან. გადამწყვეტი აღმოჩნდა 94-ე წუთი, როდესაც ფილ დაუდმა უხეში თამაშისთვის ივანოვიჩი გააძევა და სახიფათო ჯარიმა დანიშნა. საჰაერო ბრძოლაში ფელაინიმ ყველას აჯობა, თუმცა კურტუა კვლავ დიდებული იყო და საოცარი ბურთი მოიგერია. “არისტოკრატთა” სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ლონდონელთა მცველებს “ჩაეძინათ”, ყველას ვან პერსიმ დაასწრო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა - 1:1.
როგორც ჩანს, ალან პარდიუს კრიტიკამ არგო და მისმა გუნდმა ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა. “ჯორდებმა” პირველი ნახევარი “უაით ჰართ ლეინზე” წააგეს, თუმცა მეორე ტაიმში ამეობისა და პერესის გოლებით წინ გავიდნენ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
კვლავ მოუგებელია “ბარნლი”, რომელიც გავარდნის პირველი კანდიდატია. სეან რიჩის შეგირდებმა უშანსოდ წააგეს “ევერტონთან”. დუბლი შეასრულა სამუელ ეტო’ომ, ხოლო ერთი ბურთი რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.
ბარნლი – ევერტონი 1:3 (1:2)
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, დაფი, ტრაიპერი, იარდი, ჯონსი, არფილდი, კიგტლი (სორდელი 84), ბოიდი (შალობაჰი 86), იუტკევიჩი (ბარნსი 65), ინგსი.
მწვრთნელი: სეან რიჩი
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი, იაგიელკა, ალკარაზი, კოულმენი, ბეინსი, მაკკარტი, ბერი, ოსმანი (პიენაარი 82), ნეისმიტი, ეტო’ო, ლუკაკუ (ბარკლი 65).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 0:1;1:3 ეტო’ო (4;85), 1:1 ინგსი (20), 1:2 ლუკაკუ (29).
გაფრთხილებები: ბოიდი, არფილდი, ინგსი, ბარნსი – ლუკაკუ, ნეისმიტი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ტოტენჰემი – ნიუკასლი 1:2 (1:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ლონდონი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ქაბული, როუზი, დაიერი, მეისონი, კაპუე (კეინი 67), ლამელა (ლენონი 78), ჩადლი, ერიკსენი, ადებაიორი (სოლდადო 83).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, ტეილორი, კოლოჩინი, დუმეტი, ჯანმაატი, ანიტა (კაბელია 46), სისოკო, კოლბეკი, ობერტანი (ამეობი 46), გუფრანი, ა.პერესი (ჰაიდარა 79).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 1:0 ადებაიორი (18), 1:1 ამეობი (46), 1:2 ა.პერესი (58).
გაფრთხილებები: კაპუე, როუზი – გუფრანი, კოლბეკი, კრული, ჯანმაატი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
მანჩესტერი – ჩელსი 1:1 (0:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა, როხო, სმოლინგი, რაფაელი, შოუ, ბლინდი, ფელაინი, მატა (უილსონი 67), იანუზაი, დი მარია, ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი (მიკელი 67), აზარი (შურლე 90), ვილიანი (ზუმა 93), დროგბა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 დროგბა (53), 1:1 ვან პერსი (94).
გაფრთხილებები: რაფაელი, ფელაინი, ვან პერსი – დროგბა, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, ივანოვიჩი, აზარი.
გაძევება: ივანოვიჩი (94).
მსაჯი: ფილ დაუდი
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 9. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) – 7. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”) – 6.









