კალათბურთი

0:17 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი ლიბანს უბრუნდება

31 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას ლიბანურ “ჩემპვილში” გააგრძელებს, რომელშიც 2012-13 წლების სეზონში უკვე უთამაშია.

აღნიშნულ ტურნირში “სკიტას” საშუალო მონაგარი 17.9 ქულა, 10.89 მოხსნა და 1.5 დაფარება გახლდათ, მომდევნო სეზონებში კი ქართველმა ფორვარდმა ირანულ “მაჰრამში” და “ფულად მაჰანში” და არაბულ “ალ შარჯაში” თამაშიც მოასწრო.

მოგეხსენებათ, მომავალ წელს საქართველოს ნაკრების ამ თაობას, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ევრობასკეტი ელის და თუკი ცქიტიშვილმა ფორმაში შესვლა მოახერხა, სავარაუდოდ, ეროვნულ გუნდში მასაც ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093418