კატალონიური გამოცემის, “სპორტის” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ბრაზილიელ ფორვარდ ნეიმარს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლამდე აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელთა სურვილია, იგი 2 წლით გახანგრძლივდეს.
ნეიმარი “ბარსელონაში” ერთი წლის წინ გადავიდა და გუნდთან შერწყმა არ გასჭირვებია.









