ბრაზილიელ ნახევარმცველ დუდუს თამაშისას ძაღლმა ხელზე უკბინა. "სან პაულუს' ფეხბურთელს მინდორზე შესული ძაღლი გაჰყავდა და ამ დროს "დაშავდა" კბენით. თუმცა დუდუმ მაინც გაიყვანა ძაღლი, შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელა თამაში და მალე გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.
თანაც, გოლი საკმაოდ ლამაზი გამოუვიდა - საჯარიმოს გარედან მაღალ კუთხეში ჩაახვია.







