თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში წარმატებულ მოზარდებს უმასპინძლეს. ბათუმში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა.
10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ნიკოლოზ კაჭარავამ. ნიკას ანგარიშზეა აგრეთვე ოქროს მედალი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში.
12-წლიან გოგონათა შორის IV-IX ადგილები გაინაწილა და საპრიზო სამეულამდე მხოლოდ ნახევარი ქულა დააკლდა ანასტასია სიდამონიძეს.
16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ორი ვერცხლია ჩვენების ანგარიშზე. ნინო ხომერიკმა და გიორგი სიბაშვილმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
18-წლამდე გოგონათა შორის ნატო იმნაძემ მოიპოვა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონობა, ხოლო ჭაბუკებში წარმატებით იასპარეზა ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა. ნიკა მეშვიდე ადგილზე გავიდა, საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა, 164 (!) ქულა რეიტინგი მოიმატა და ქართველებში ყველაზე საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსიც აჩვენა.
შეხვედრის დასარულს ახალგაზრდა, პერსეპქტიულ მოზარდებს, ახლახან გამოსული, საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნი უსახსოვრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.









