ფეხბურთი

18:03 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაიტის დუბლი “მესხის” სათადარიგოზე

17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფის ბოლო ტურში ესტონეთმა მოახერხა სამი ქულის მოპოვება. გასული მატჩებიდან გამომდინარე, ესტონელმა ფეხბურთელებმა მიხაელ კოლერის გუნდზე ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ბალტიისპირელთა გამარჯვება მოსალოდნელი იყო და ამ ვარაუდს მათი ცენტრფორვარდი მატიას კაიტი განაპირობებდა. “ფულემის” 18-წლამდე გუნდის წევრმა სამ შეხვედრაში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა და მიუხედავად მისი გუნდის მესამე ადგილზე გასვლისა, შესარჩევ ციკლში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მან გაუტანა გოლი გოჩა ტყებუჩავას გუნდს, დუბლი შეუსრულა ლიხტენშტეინს და პირველ მატჩში პოლონელ მცველებს ხშირად აწუხებდა, რამდენჯერმე დრიბლინგიც განახორციელა, თუმცა ეულად დარჩენილი ვეღარ ახერხებდა საგოლე კომბინაციის დაგვირგვინებას. პოლონეთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და ამ ფაქტორმაც განაპირობა იმ მატჩში კაიტის უგოლობა.

კაიტის ერთ-ერთი პლიუსი ისიც იყო, რომ ბურთის მოსაპოვებლად სიღრმეში ჩადიოდა და ართმევაზეც კარგად თამაშობდა. თანამედროვე ფეხბურთში შემტევ მოთამაშეს დაცვითი ფუნქციების კარგი შესრულებაც მართებს, რასაც “ფულემის” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდი ახერხებდა.

შეხვედრას რაც შეეხება, ლიხტენშტეინს ამჯერადაც ძალიან უჭირდა შეტევების გაგრძელება, მხოლოდ საკუთარ ნახევარზე ბურთის გორებით შემოიფარგლებოდნენ. რომ არა კაიტის მოედანზე ყოფნა, ძნელი სათქმელია მოიგებდნენ თუ არა მატჩს ესტონელები. ბურთის დამჭერი და ამავრდოულად ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე ლიხტენშტეინელებს არ ჰყოლიათ, ხოლო ცალკეულად სათამაშო კლასი კოლერის ფეხბურთელებს ძალიან დაბალი ჰქონდათ, ამიტომაც უჭირდათ გუნდურად თამაში არა იმდენად დაცვაში, რამდენადაც შეტევაში.

დასრულებული ტურნირის შემდეგ ესტონელები გულდაწყვეტილნი დარჩებოდნენ, მათ შეეძლოთ ოდნავ მეტის ჩვენება, თუნდაც ის რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებს კონკურენცია გაუწიეს და ტურნისი მასპინძლებმა ბოლო წუთზე მოახერხეს გამარჯვება ლარს ჰოპის გუნდის დადებით მხარეზე მიუთითებს.

ლიხტენშტეინი – ესტონეთი 0:2 (0:0)

თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი

ლიხტენშტეინი: ფოსერი, კოპერ ქუადერერი, სპირიგი, სიმანი, მიკუსი (ფრიკი 67), ელიას ქუადერერი, მეიერი, ფრიკი, ეიდენბენცი, გრუნენფელდერი (ჰაძიპასიჩი 80), კოლერი (კაგლარი 71)

მთავარი მწვრთნელი: მიხაელ კოლერი

ესტონეთი: ნოომი, ნილოპი, კანტერი, მუცო, კაიტი, იარველაიდი, სორგა (კუუსმა 53), ვალასო (მიჰაილოვი 41), ლიპი, მარდისტე, პადარი (ვაინუმე 41)

მთავარი მწვრთნელი: ლარს ჰოპი

გოლები: 0:1, 0:2 კაიტი (54, 62)

გაფრთხილება: მუცო (42), ეიდენბენცი (58), მუცო (66), კოპერი ქუადერერი (74), ელიას ქუადერერი (80+2)

მთავარი მსაჯი: სებასტიან კოლტესკუ (რუმინეთი)

0.092534